| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მატიანეს კიდევ ერთი ლამაზი და ღირსშესანიშნავი დღე შეემატა. მოსწავლე-მასწავლებელთა სურვილმა შეხვედროდნენ ტარიელ ხარხელაურს ხორცი შეისხა. სკოლაში თანამედროვეობის გამორჩეულ პოეტს უმასპინძლეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 9 თებერვალს სკოლაში უსაზღვრო სიკეთის, სიხარულისა და ბედნიერების მომლოდინე ემოციებმა დაისადგურა, რისი მიზეზიც თანამედროვე პოეზიის დიდებული წარმომადგენლის - ტარიელ ხარხელაურის სტუმრობა გახდა.
„პოეტის გულწრფელობამ, სითბომ, უბრალოებამ და თავმდაბლობამ, რომელიც მის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა, დამსწრე პედაგოგებისა და მოსწავლეების სულთა სამყაროში ჰპოვა შთაგონების მშვიდი სავანე.
ეს უძირო შთაბეჭდილებების ზღვა წარუშლელ და ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან პოეტს სტუმრობისათვის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის.
„თქვენ გაგვიძლიერეთ რწმენა იმისა,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთგულება და სიყვარული იმ საქმისა, რომელსაც ვემსახურებით.
„სთქვი, მამულო, რა გაწუხებს,
სთქვი, დავდგები დარიალთან". სუფთა გულითა და თავდაუზოგავი შრომით, როგორც გვასწავლეთ, ჩვენ დავდგებით დარიალთან!“,- აღნიშნევენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა