TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაწყებითი და საბაზო საფეხურის პედაგოგების საყურადღებოდ - ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტი ცნობილია
21-02-2025
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საგნობრივი სტანდარტების პირველად ვერსიები გამოაქვყნა, მათ შორის შემუშავდა დაწყებითი და საბაზო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის პირველადი ვერსია.

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:

ეროვნული და კულტურული იდენტობის ფორმირებას;

ქართული ენისა და ლიტერატურის, როგორც ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი ფასეულობის, მიმართ ინტერესის გაღვივებას, პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას; პატრიოტი მოქალაქის აღზრდას;

ქართული ენისა და ლიტერატურის, როგორც მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილის, შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებას;

ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის, როგორც ცვლილებებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესის, გააზრებას კულტურათშორისი დიალოგის საფუძველზე;

საკუთარი მსოფლმხედველობის შემუშავებას ლიტერატურასთან ზიარების გზით; ჰუმანისტური და დემოკრატიული ფასეულობების მქონე პიროვნების ფორმირებას;

ქართული ენის, როგორც აზროვნების, თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალების, მნიშვნელობის გაცნობიერებას;

თანამედროვე მრავალფეროვან ენობრივ გარემოში ორიენტირების ხელშეწყობას; საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ქართული ენის გამოყენების მიმართ გააზრებული, პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულების ფორმირებას;

ლიტერატურის, როგორც თვითშემეცნებისა და სამყაროს შეცნობის საშუალების, მნიშვნელობის გაცნობიერებას; წარმოსახვის უნარის, მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას;

ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბებას ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად, თვალსაწიერის გასაფართოებლად, ინფორმაციის მოსაპოვებლად, გამოცდილების გასამდიდრებლად;

მედიაწიგნიერი, შემოქმედებითი და მაძიებელი პიროვნების აღზრდას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება