TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მუსიკალური ინსტრუმენტები, სად იბადება მუსიკა?“ - შთამბეჭდავი პროექტი კერძო სკოლა „ანაბასისში“ 
21-02-2025
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახალხან, მე-4 კლასებში, მასწავლებელ მეგი დეკანოიძის ხელმძღვანელობით (კლასის ხელმძღვანელები: მარინა ჭულუხაძე, მეგი დეკანოიძე) განხორციელდა პროექტი - „მუსიკალური ინსტრუმენტები, სად იბადება მუსიკა?“

პროექტის ტიპია - პრაქტიკული, კვლევითი და შემოქმედებითი; ხანგრძლივობამ 3-4 კვირა შეადგინა. 

სრულად შესრულდა პროექტის მიზნები - მოსწავლეებს გაუღრმავდათ ცოდნა მუსიკალური ინსტრუმენტების შესახე, განუვითარდათ შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარები, გააცნობიერეს ხელნაკეთი ინსტრუმენტების მნიშვნელობას მუსიკაში, შეიძინეს გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარები.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ მუსიკალური ინსტრუმენტების კლასიფიკაციას (სიმებიანი, ჩასაბერი, საკრავი, დასარტყამი).  ნახეს სხვადასხვა ვიდეო, მოისმინეს ინსტრუმენტის ჟღერადობა. მათ თავიანთი სურვილით აირჩიეს ინსტრუმენტები და მასწავლებლის რეკომენდაციით შეისწავლეს მათი ისტორია, ფუნქცია, გაეცნენ ინსტრუმენტების მარტივი კონსტრუქციების დამზადებიის გეგმას. შეაგროვეს საჭირო მასალები (ქაღალდი, პლასტმასის ბოთლები, რეზინები, თოკები და სხვა). და მშობლებთან  ერთად შექმნეს ინსტუმენტების მოდელები.

პროექტის შედეგების პრეზენტაცია მრავალფეროვანი და მუსიკალური ნომრებით  გაჯერებული იყო. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ინსტუმენტები, ისაუბრეს მათ ისტორიაზე, ნამუშევრები იყო შესრულებული პასუხისმგებლობით და მაღალ ვიზუალური ეფექტით, ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე, ფანდურზე შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

მასწავლებლისაგან მე-4 კლასელებმა მიიღეს განმავითარებელი კომენტარი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განხორციელდა პროცესზე დაფუძნებული შეფასება – აქტიურობა, თანამშრომლობა, იდეების განვითარება. პროდუქტის შეფასება – ინსტრუმენტის ფუნქციონალურობა და კრეატიულობა. პრეზენტაციის შეფასება – ინსტრუმენტის სწორად წარდგენა და მუსიკალური ნომრის შესრულება.

„პროექტი მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისათვის მათ გაიგეს სხვადასხვა ინსტრუმენტის მუშაობის პრინციპი, განუვითარდებათ შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარები, გაძლიერდა მათ შორის თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა,  მიიღეს  სიამოვნება მუსიკალური ნომრების წარმოდგენით და მოსმენით. პროექტმა  მოსწავლეებს არა მხოლოდ  მუსიკალურ განათლებას მისცა, არამედ ხელი შეუწყო მათ შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ულოცავენ პედაგოგ მეგი დეკანოიძეს და მის მოსწავლეებს პროექტის წარმატებით განხორციელება.

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება