TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნოდარ დუმბაძის შემოქმედების ზეიმი ყვარლის N2 საჯარო სკოლაში - მკითხველთა კლუბმა „ნუ გეშინია, დედა!“ განიხილა
20-02-2025
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი, რომლის წევრებიც სხვადასხვა ნაწარმოებებს ეცნობიან, განიხილავენ და მსჯელობენ. 

17 თებერვალს, სკოლის სააქტო დარბაზში მკითხველთა კლუბმა განიხილა ქართველი ჰუმანისტი მწერლის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები - „ნუ გეშინია, დედა!“.

 მოსწავლეებმა ისაუბრეს ნაწარმოების მთავარ იდეურ ღირებულებებზე, პერსონაჟებზე. აღნიშნეს, რომ „ნაწარმოები მოგვითხრობს მესაზღვრეების რთულ ცხოვრებაზე, გაუზიარებელი სიყვარულის განცდასა და მეგობრის დაკარგვის ტრაგიზმზე. იმისათვის, რომ ეს რომანი დაეწერა, ნოდარ დუმბაძემ მოიპოვა მთავრობის სპეციალური თანხმობა და სამხედრო სასაზღვრო ნაწილში იმსახურა. ამ რომანის წაკითხვისას მკითხველი სიხარულითა და უსიამოვნებებით სავსე ახალგაზრდულ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც პირველ ადგილას ადამიანთა ურთიერთობები დგას. მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტრაგიზმი, უპასუხო სიყვარულის ტკივილი და ეს ყველაფერი ნოდარ დუმბაძისეული ლირიკული ხერხებით არის გადმოცემული, რომელიც ცდილობს დაფაროს საკუთარი გმირების დრამატიზმით აღსავსე ბედი“.

მოსწავლეებმა მათი შესრულებული ნახატებიც წარადგინეს დამსწრე საზოგადოების წინაშე, შედგენილი კროსვორდი, რომელიც დასასრულს შეავსეს კიდეც. დისკუსიას ფონად გასდევდ კადრები მერაბ კოკოჩაშვილის ფილმიდან -  „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“, რომლის სცენარის ავტორიც გახლდათ თავად ნოდარ დუმბაძე რეჟისორთან ერთად. ფილმი ეკრანებზე 1973 წელს გამოვიდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დირექციის, შიდასასკოლო საზოგადოების გარდა, მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ პოეტები - იზოლდა იოსებიანი და გიორგი ზუბიტაშვილი, რომლებმაც მეტად გაალამაზეს ღონისძიება ახალგაზრდა მკითხველებისადმი დასმული კითხვებითა და საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვით ნაწარმოების იდეისა და პერსონაჟების ირგვლივ.

„საუბრის დროს აქცენტი გაკეთდა ჯვრის თემაზე, რაც კიდევ ერთხელ,  ხაზს უსვამდა სარწმუნოების მიმართ დამოკიდებულებას. ქ-მა იზოლდიმ მადლობა გადაუხადა ქ-ნ მზიას მოსწავლეებში ლიტერატურის მიმართ სიყვარულის გაღვივებისათვის და იმ სამომავლო გეგმებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში ერთად უნდა განახორციელონ კლუბთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ - ნინო ლაფაჩიშვილი, ნინო ონოფრიშვილი, მარიამ სიხარულიშვილი, რატი სურამლიშვილი, ქეთი შავგულიძე, ლომოური მარია, მახარობლიშვილი ანი, ბექა ბაბლომაშვილი, ლიზი მოლაშვილი, ნინი მოლაშვილი და ლუკა მათიკაშვილი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ბმული 1, 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება