| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რამდენიმე ღონისძიება მოამზადეს კეთილმსახური მეფის ღვაწლის გასახსენებლად. მე-8-მე-9 კლასებს შორის ვიქტორინა ჩატარდა. მე-10-მე-11 კლასის მოსწავლეებმა კი კონფერენცია გამართეს.
„მესიის მახვილი“ 900 წლის წინ შეუერთდა ზეციურ საქართველოს. დიდი მეფე, რომელიც ბავშვობაში ჩვენს მეზობელ სოფელში იზრდებოდა, მამაცაშვილებში. მათთან ისწავლიდა უფლისა და სამშობლოს სიყვარულს და როდესაც ქვეყნის მართვა დაიწყო, ამ სოფელში მოიწვია საეკლესიო კრებაუღირსებისაგან გაიწმინდა დედა-ეკლესია, იქ მიღებული დადგენილებები „ძეგლისწერაში“ გააერთიანა ქართველების სულიერი გაძლიერებით ხორციელ მტრებზე გამარჯვებების სერია დაიწყო და მივიღეთ „ძლევაი საკვირველი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხოტბას ასხამენ მეფეთ-მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
„მადლობა მოსწავლეებს, მადლობა დირექციას, მადლობა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას, ყველა მასწავლებელს დახმარებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა