| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიკო სიამაშვილმა და თეკლა სოსელიამ 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გაიმარჯვეს და მესამე დასკვნით ტურში გადავიდნენ.
მარიკო სიამაშვილი XIl კლასის მოსწავლეა და ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში იასპარეზა წარმატებით, მისი პედაგოგი კი თემურ მოქია გახლავთ.
თეკლა სოსელია Xl კლასში სწავლობს და ინგლისური ენის ოლიმპიადაში მოიპოვა წარმატება, მისი პედაგოგი ინგა ბურჭულაძეა.
აღსანიშნავია, რომ მე-3 ტურში გადავიდნენ ის მოსწავლეები, რომელებმაც დააგროვეს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდნენ შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა