| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ.
შესაბამისად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. წიგნიერების დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. კვირეული კი მე-8 კლასში ლიტერატურის კლასიკოსების ნაწარმოებების კითხვით დაგვირგვინდა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს შექსპირის - „რომეო და ჯულიეტა“, ილია ჭავჭავაძის - პოეზია, აკაკი წერეთლის - „გამზრდელი“.
აქტივობას პედაგოგი თამარ პოპიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა