TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გაკვეთილი და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა
20-02-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა და სასწავლო რესურსებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

ახლახან, მოსწავლეებმა, სასწავლო თემა - ბაქტერიები, მიკრობები და ვირუსები შეისწავლეს და საკითხის შესახებ პრეზენტაციებიც მოამზადეს. მოწაფეებმა ბაქტერიების, მიკრობებისა და ვირუსების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაამუშავეს და პლაკატებზე დაიტანეს. 

მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.

სასწავლო პროცესს პედაგოგი და, ამავე დროს, დირექტორი გულნაზ ჭელიძე ხელმძღვანელობდა, რომელის თემით, აქტივობა არსებული ცოდნის გამყარებას, დამატებითის მოძიებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. მოითხოვს დამოუკიდებელ მუშაობას და ბავშვებს უყალიბებს ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს.

„მოსწავლეების მიერ დამატებით მოძიებული ინფორმაცია გაკვეთილის გასამყარებლად ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო:

დამატებითი ცოდნის და შინაარსის გადამუშავება – მოსწავლეებმა შეიძლება აღმოაჩინონ ახალი ფაქტები, კონცეფციები ან ხედვები, ამით გაკვეთილის თემას უფრო სრულყოფილად გაეცნობიან, რაც ხელს უწყობს მათ ცოდნის გაძლიერებას და გააზრებას.

კრიტიკული აზროვნების განვითარება – როდესაც მოსწავლეები თავად ეძებენ ინფორმაციას, ისინი ვარჯიშობენ კვლევის უნარებში, აფასებენ და არჩეულ ინფორმაციას კრიტიკულად ამოწმებენ, რაც დაეხმარება მათ უკეთესად გააანალიზონ საკითხები.

აქტიური სწავლება – როდესაც მოსწავლეები მონაწილეობენ ინფორმაციის მოძიებაში, ისინი უფრო აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში, რაც მათ მოტივაციას და ჩართულობას ზრდის.

ახალი ხედვების მიღება – სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია ხელს უწყობს მოსწავლეებს, დააკავშირონ ახალი ცოდნა უკვე არსებულთან.

 სწავლა დამოუკიდებლად – მოსწავლეები სწავლობენ, როგორ მოძებნონ და გამოიყენონ ინფორმაცია, რაც აყალიბებს ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს, როგორიცაა დამოუკიდებლად აზროვნება და პრობლემების გადაჭრა.

ამიტომ, ინფორმაციის დამატება გაკვეთილთან დაკავშირებულ თემაზე მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებაში, არამედ მათ უნარების განვითარებაშიც უწყობს ხელს“, - აღნიშნავს გულნაზი ჭელიძე და აქტივობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება