| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით.
ახლახან, მე-2 კლასელებმა საპროგრამო მასალით ცირა ქიტიაშვილის ლექსი - „ხაბაზი“ შეისწავლეს, შემდეგ კი პურის ცხობის პროცესი რეალურ სამყაროშიც ნახეს. პედაგოგმა მათთვის შთამბეჭდავი გასვლითი აქტივობა მოაწყო.
„როცა ჩვენ, მეორეკლასელებმა, ცირა ქიტიაშვილის ლექსის „ხაბაზის“ შესწავლა დავიწყეთ, ცხელი პურის სასიამოვნო სურნელმა თითქოს ცხვირში შეგვიღუტუნა... და გადავწყვიტეთ, რომ ვწვეოდით იმ ადგილს, სადაც გემრიელი პურები, ფუნთუშები და ტორტები ცხვება! საოცარი მასპინძლობა გაგვიწიეს „ბულანჟერიის“ მესვეურებმა! უგემრიელესი ფუნთუშებითაც დაგვასაჩუქრეს! უღრმესი მადლობა „ბულანჟერიის" თითოეულ მუშაკს და ხათუნა ლომაძეს!“,-წერს პედაგოგი ლიკა თალაკვაძე და დასძენს, რომ კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა მე-2 კლასელების სასკოლო ისტორიაში.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა