| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.
თარიღთან დაკავშირებით, მე-4ა კლასში ჩატარდა იტეგრირებული გაკვეთილი: მე და საზოგადოებასა და ისტორიაში თემაზე - „ჩვენი წინაპრები“.
სასწავლო პროცესს წარუძღვა პედაგოგი სალომე კვირკელია, ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ხათუნა რუსიეშვილთან ერთად.
გაკვეთილი დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიძღვნა. მოსწავლეება გაიაზრეს მეფეთ-მეფის ღვაწლი, როგორც დიდი სახელმწიფო მოღვაწისა და ძლევამოსილი მხედართმთავრის, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართვოს ისტორიაში.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ დავით IV-ის მეფობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღნიშნება. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა