| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა.
თარიღს პროექტი - „დავით აღმაშენებელი - საქართველოს აღმშენებელი მეფე“ მიეძღვნა.
პროექტზე VIII-IX კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ირმა ბესიაშვილის ხელმძღვანელობით იმუშავეს, მოსწავლეებმა სახელოვანი მეფის ცხოვრება-მოღვაწეობაზე, გატარებულ პოლიტიკასა და რეფორმებზე ცოდნა გაიმდიდრეს, აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და ხოტბა შეასხეს მწიგნობარ მეფეს.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნეს. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა