| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში მოსწავლის - მუსლიმ ბორჩაშვილი წარატებას აღნიშნევენ.
24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, დედაქალაქში, „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, „2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულთა გამოსავლენად, ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახლგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მშვიდობის კორპუსის ხელმძღვანელი საქართველოში, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე ჟიურის რჩეული, „2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდა დუისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მუსლიმ ბორჩაშვილი.
მუსლიმი 2019 წლიდან აქტიურადაა ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა სკოლისთვის და პანკისის ხეობისთვის.
მოსწავლემ აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ, მოხალისეობა არ არის მარტო საქმიანობა, რომელსაც აკეთებ საზოგადოების საკეთილდღეოდ, არამედ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ადამიანების მიმართ არსებული სიყვარული“.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„მუსლიმ ბორჩაშვილს ვულოცავთ, ამ დიდ გამარჯვებას და სამომავლო საქმიანობაში ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა