TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N24 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ გრიგალაშვილი ეროვნულ კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
18-02-2025
-
+


ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, სკოლის მე-11 ა კლასის მოსწავლე მარიამ  გრიგალაშვილი და მისი პედაგოგი ნუკრი ხურციძე ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და საქართველოს ტრადიციული იარაღის კვლევისა და შენარჩუნების ცენტრის მიერ დაგეგმილ ეროვნულ  კონფერენციაში- „რვალის მჭედლები“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლე კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესიც გამოიწვია. 

კონფერენცია, რომლის მიზანი ქართული ტრადიციული მჭედლებისა და სამჭედლოების გამოვლენა, მოცემული მატერიალური არტეფაქტების აღწერა იყო, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა. 

პროექტში ჩართული სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების მიერ წარდგენილი ნამუშევრებიდან კონფერენციაზე 11 საუკეთესო ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა. 

კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

სასკოლო საზოგადოება ულოცავს მე-11 კლასისელ მარიამ  გრიგალაშვილსა და მის პედაგოგ  ნუკრი ხურციძეს კონფერენციაში წარმარებულ მონაწილეობას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება