| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიზნით კი პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მერევის საჯარო სკოლის მე-5 კლასელები, პედაგოგ ხათუნა ასანიძის ხელმძღვანელობით, ჭიათურის მთავარ საბავშვო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ.
ბავშვებმა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ცნობილი გამონათქვამები წაიკითხეს, დაათვალიერეს ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ბიბლიოთეკაში ასევე გაიმართა მულტიპიკაციური ფილმის ჩვენება, რამაც მოსწავლეები მეტად გაახალისა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა