| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოწავლეებს გაკვეთილებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით უმდიდრებენ, რაც მოსწავლთა სასწავლო შემართებაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-8 კლასში საგნების - ფიზიკისა და გეოგრაფიის ინტეგრირებით ჩატარდა პრაქტიკული გაკვეთილი თემაზე - „განახლებად მწვანე ენერგიებზე მომუშავე მექანიზმების მოდელების დამზადება“.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ზურაბ ხარიბეგაშვილი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა გაკვეთილზე პლასტმასის ბოთლის, კორპის საცხობის, რეზინის მილის, წყლის, ალუმინის მავთულის, ფერადი ქაღალდის, მუყაოს, ჭიკარტებისა, მაკრატლის, წებოსა და ფანქრების გამოყენებით მწვანე ენერგიებზე მომუშავე მექანიზმების მოდელები დაამზადეს.
მოსწავლეებისთვის პრაქტიკული სამუშაო სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა