TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ასეთი ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის მომავლის საწინდარი“- ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასწავლო ოლიმპიადაში
17-02-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევენ, ცოდნისა და უნარების გასავითარებლად კი მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებენ. შესაბამისად მოსწავლეთა სახელზე არაერთი წარმატებაა. 

წარმატებულთ შორის არიან - ანასტასია წოწორია და ანა ნაჭყებია, რომლებიც საუკეთესო შედეგებით სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდნენ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ. 

„მიეცი ნიჭსა გზა ფართო“- სწორედ რომ ასეთი ღირსეული თაობისთვისაა ნათქვამი. კიდევ ერთი საამაყო ფურცელი იმის დასტურად, რომ სკოლის კედლებში მიღებული ცოდნა, როგორც „სანთელ-საკმეველი“ ისე ანათებს მუდამ. ეროვნული ოლიმპიადა, კონფერენცია, პროექტები, „ეტალონი“ და სხვა აქტივობები არის საშუალება, რომელიც მოსწავლეებს თავისი შესაძლებლობების გამოვლენაში ეხმარება.

სიამაყით გევსება გული, როცა სკოლის ბრწყინვალე გოგონები - ანასტასია წოწორია და ანა ნაჭყებია საუკეთესო შედეგებით სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადის მე-3 ტურში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ კონკურსი-კონკურსია, ყველაფერი ხომ სისწრაფეზე და სისხარტეზეა დამოკიდებული, რასაც ბრწყინვალეს, ორ საგანში, ქართულსა  და ინგლისურ ენაში, საუკეთესო მოსწავლეთა შორის ლიდერობს ანა ნაჭყებია. გვჯერა, სწორედ ასეთი მოსწავლე-ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის მომავლის საწინდარი“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორი თამილა შულაია გახლავთ, მოსწავლეთა ქართულის ენისა და ლიტერატურის პედაგოგები - მზევინარ სიორდია და თამილა შულაია. ინგლისურს კი მოსწავლეებს პედაგოგი ფატი ბაღდავაძე ასწავლის. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება