| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების, ლოგიკური აზროვნების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლის - ლიანა სამნიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ვიქტორინა სახელწოდებით - „ლოგიკა და მათემატიკა“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ V, VI, VII, VIII, IX და XI კლასების მოსწავლეები, რომლებიც გუნდებად იყვნენ დაყოფილი.
მონაწილეობდნენ გუნდები „მარტო კაცი“ (XI კლასი), „კაცები“ (IX კლასი), „ფიბონაჩი -1, 1, 2, 3, 5...“ (VIII კლასი) და „ახალბედები“ (V, VI და VII კლასები).
თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გამარჯვებულ გუნდებს დიპლომები გადაეცათ, მონაწილე მოსწავლეებს კი - სიგელები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა