TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით ახალგაზრდა გამომგონებლები კერძო სკოლა „ანაბასისიდან“, რომელთაც ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის მოსაყვანად ინოვაციური მიკროსათბური შექმნეს
17-02-2025
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ მკვლევართა კლუბი მუშაობს, რომელიც ახალგაზრდა გამომგონებლებს ზრდის. კლუბი, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტია, მისი წევრების საკონკურსო პროექტი კი, შთამბეჭდავი. 

ახალგაზრდებმა ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის მოსაყვანად ავტომატური სათბური შექმნეს . 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსში მონაწილეობა ახალი გამოწვევა იყო სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბისთვის. კონკურსის ფინალისტობა კი სერიოზული მიღწევა.

მათ წარდგენილი პროექტი, რეალობად უნდა ექციათ და შეექმნათ ავტომატური სათბური, რომელიც უზრუნველყოფდა ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის მოყვანას ხელოვნურ გარემოში. 

გუნდის წევრები - ბექა ფერაძე და ნიკოლოზ ცხადაძე (ინსტრუქტორი ქიმიის მენტორი მასწავლებელი ქეთევან ედიბერიძე) თავდაუზოგავად შრომობდნენ. ისინი დამოუკიდებლად ქმნიდნენ კოდებს, ზოგჯერ უშედეგოდ, მაგრამ არასდროს ნებდებოდნენ. ყოველი წარუმატებლობა ახალი შესაძლებლობების ბიძგად იქცეოდა. გუნდი მუდმივ კონტაქტში იყო მენტორთან, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტ გიორგი ურიადმყოფელთან, (რომელიც სკოლა „ანაბასისის კურსდამთავრებულია“), ექსპერტებთან. იკვლევდნენ, ცდიდნენ, აუმჯობესებდენ. ბოლოს, მათ შრომა დაუფასდათ – შექმნეს ინოვაციური  მიკროსათბური. იგი კომპაქტურია, ადვილი მოსავლელი, მოითხოვს მინიმალურ ძალისხმევას და იძლევა წლის ნებისმიერ დროს ჯანსაღი პროდუქტების მიღების შესაძლებლობას. ავტომატური სისტემის წყალობით, მცენარეებს მიეწოდება ოპტიმალური რაოდენობით წყალი და საკვები ნივთიერებები, რაც ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს გარემოს  უარყოფით ზემოქმედებას. ღია გრუნტში მოსავლის მოყვანა ყოველთვის გამოწვევებთან არის დაკავშირებული – არაპროგნოზირებადი ამინდი, მიწის დამუშავების სირთულეები, მავნებლებისა და ტოქსინების საფრთხე. ახალი პროექტი კი ამ პრობლემებს ხსნის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ფერმერობას ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომსა და ეკომეგობრულს ხდის.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.

„ანაბასისელი“ ახალგაზრდა გამომგონებლების ამბავი მხოლოდ ერთი წარმატების ისტორიაა, თუმცა მათი გზა მეცნიერებისკენ ჯერ კიდევ გრძელდება. ვინ იცის, როგორი აღმოჩენები ელით მომავალში?  წარმატებები მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლეთა გამოგონების შესახებ სიუჟეტი ტელევიზიამაც მოამზადა 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება