TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შენ უკვდავება დაიმსახურე!“ - მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ქეთევან დედოფლის ხსოვნის საღამო გაიმართა 
14-02-2025
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, რაც  მოსწავლეთა განათლების ხარისხსა და სასწავლო შემართებაზე აისახება. 

მათ შორის, სკოლაში ჩატარდა წმინდა ქეთევან დედოფლის ხსოვნის საღამო სახელწოდებით - „შენ უკვდავება დაიმსახურე!“, რომელიც დაიწყო ე. სამჭკუაშვილის სიმღერის ფონზე თამარ ფარჩუკიძის ლექსის წაკითხვით.

Xა კლასის მოსწავლემ ლ. გურგენიშვილმა ისაუბრა საუკუნის მოწამეზე - შუშანიკ დედოფალზე, რომლის გზაც გააგრძელა ქეთევან დედოფალმა: „ ეწამა, ცხონდა, ამაღლდა ...!“

ეს იყო დღე ქეთევან წამებულის დიდების, აღმაფრენის, გმირობის, ქეთევანის - რომლის დაბადებიდანაც 450, ხოლო გარდაცვალებიდან 400 წელი შესრულდა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს მის ღვაწლზე, თავს დატეხილ უბედურებაზე და სიამაყით აღნიშნეს, რომ „ საქართველოს დედად“ წოდებული ქალი მუხრანში იყო გაზრდილი და მას უწოდებდნენ „ მუხრანელ ციცინათელას“.

Xა კლასის მოსწავლეები სიამაყით მოუთხრობდნენ მსმენელს დედოფლის გამძლეობაზე, მის რწმენაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ღირსებასა და მოთმინებაზე.

აღნიშნულ საღამოზე ინსცენირებული იყო რამდენიმე ეპიზოდი წმინდანის ცხოვრებიდან, სადაც შაჰის როლი შეასრულა ლუკა გურგენიშვილმა, ქეთევანის - ნინო კბილაშვილმა, მაჰმუდ ბეგის - გიორგი პავლიაშვილმა, უნდილაძის - საბა ზურაბიშვილმა, კონსტანტინე მირზასი - ანზორ კუზანოვმა. ქეთევანის სურათი დახატა - მარიამ ხაჩიურმა.

საღამო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ვარდიაშვილი, მუსიკალურად გააფორმა მაია ბედიანაშვილმა (ხალხური სიმღერები შეასრულეს: ნინო ოკინაშვილმა და ნიკა ზარიაშვილმა), ტექნიკური მხარდამჭერი - ნინო ფარტენაძე გახლავთ.

დასასრულს საღამო შეაფასა სკოლის დირექტორმა, სოფო კუბლაშვილმა, მან აღფრთოვანება გამოხატა მოსწავლეების მიმართ და სამშობლოსადმი ერთგულება და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება