| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
შესაბამისად, სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
8 თებერვალს დიდი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა, თარიღს სკოლაში მიეძღვნა ღონისძიება სახელწოდებით - „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“.
ღონისძიებას პედაგოგები ჯორჯი გუჯეჯიანი და მაკა მინდიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს პრეზენტაციები დიდი მეფის მოღვაწეობის მნიშვნელოვან ასპექტებზე. ისაუბრეს დავით აღმაშენებლის გატარებულ რეფორმებზე, აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. ასევე გაიმართა დიდგორის ბრძოლის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლის ჩვენება.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა