| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

7 თებერვალს, ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში, სადაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეები იღებენ განათლებას, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
ჟესტური ენის მასწავლებელი ნინო გვილავა, მოსწავლეებს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ კითხვა არა მხოლოდ ცოდნის მიღების საშუალებაა, არამედ კომუნიკაციისა და კულტურული თვითგამოხატვის მნიშვნელოვანი გზა.
მოსწავლეებმა ჟესტურ ენაზე წაიკითხეს ჩაპლინის ცნობილი „წერილი ჯერალდინას“.
ეს, როგორც სკოლაში გევუბნებიან, არა მხოლოდ მათი შესაძლებლობების, არამედ ლიტერატურის მიმართ ინტერესისა და სიყვარულის გამოვლინება იყო.
ბავშვებმა შექმნეს ასევე ვიდეორგოლი, რომელიც კითხვის პოპულარიზაციასა და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და წიგნის მნიშვნელობის გაძლიერებას.
ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ განათლება და ლიტერატურა საზღვრებს არ ცნობს – ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მიუხედავად განსხვავებული საჭიროებებისა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ