TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 სკოლის დირექტორმა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრმა საგანმანათლებლო პროექტის შედეგები კონფერენციის სტუმრებს გაუზიარეს 
22-07-2025
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან. 

სკოლა 2024 წლიდან აქტიურად ჩაერთო ევროპის საბჭოს პროექტში -„დემოკრატია იწყება სკოლაში“, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეთა მონაწილეობისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გაძლიერება.

წლის განმავლობაში სასკოლო საზოგადოებამ იმუშავა სამი მიმართულებით:

• სკოლის კოლეგიალური ორგანოების საქმიანობასა და სასკოლო პოლიტიკის დოკუმენტების გაცნობა მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მშობლებისთვის;

• ფორმალურ და არაფორმალურ აქტივობებში მოსწავლეთა მონაწილეობის გაძლიერება;

• თემის საქმიანობაში მოსწავლეთა მონაწილეობა.

ევროსაბჭოს პროექტის -„დემოკრატია იწყება სკოლაში“  შუალედურ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა 2025 წლის 19-20 ივლისს თბილისში, სკოლის დირექტორმა, ნათია სულავამ და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრმა, მარიამ დიდბარიძემ, წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია და გამოცდილება გაუზიარეს სხვადასხვა სკოლას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონფერენციაზე მონაწილეებმა შეიმუშავეს მომავალი წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც სასკოლო საზოგადოების კიდევ უფრო აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის, უნარების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების გაძლიერებას სკოლასა და თემში.

„მადლობას ვუხდით ევროპის საბჭოს, პროექტის მთელ გუნდს კონფერენციის ორგანიზებისთვის! ჩვენს ფასილიტატორს, ქ-ნ რუსუდან ლომთაძეს სასარგებლო, ნაყოფიერი შეხვედრებისა და მხარდაჭერისთვის! აგრეთვე ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება