სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსალოდნელია 40 გრადუსიანი სიცხე - როგორ დავიცვათ ბავშვები - გაფრთხილება და რეკომენდაციები
19-07-2025
-
+


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს.

ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვიზიარებს რეკომენდაციებს ბავშვებთან დაკავშირებით:

მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათ შორის ბავშვებზე. ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში, შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის პრობლემები (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებები, დიარეა, შეზღუდული შესაძლებლობები.

ბავშვების ძლიერი სიცხისგან თავის დასაცავად:

• დაგეგმეთ გარეთ გასვლა დღის გრილ პერიოდში;

• დაიცავით ბავშვის კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით;

• არ დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ; გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შესაძლოა ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. (ღია ფანჯრის შემთხვევაშიც კი, ტემპერატურამ მანქანაში შესაძლოა, 10 წუთში 6 გრადუსით მოიმატოს);

• გაიყვანეთ ჩრდილში ან დაიცავით ის მზისგან ფართოფარფლებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით.

• ჩააცვით ღია ფერის ბუნებრივი ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი.

• თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს.

• არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში.

• დაიმახსოვრეთ! მზისგან დამცავი კრემი იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან.

• შეინარჩუნეთ ბავშვის ორგანიზმის ტენიანობა.

• დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სითხე, სანამ მოწყურდება.

• ეცადეთ უზრუნველყოთ ბავშვის კვება ბევრი ბოსტნეულით და ხილით, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება