| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სათანადო ყურადღება ექცევა.
ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში ჩატარდა ლექცია თემაზე - „თამბაქოს მავნე გავლენა“.
ლექციას, რომელსაც კითხულობდა, ლექტორი შოთა ოდიშვილი, ესწრებოდნენ გიმნაზიის მე-7ა, მე-7ბ და მე-8 კლასის მოსწავლეები.
მოზარდებისთვის ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
„თამარ მეფის გიმნაზია მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების კლასგარეშე საკითხების განათლებაზე და ყოველთვის საინტერესო ადმიანებთან შეხვედრას უზრუნველყოფს მათთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიბას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა