სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უნდა ინერვიულოს თუ არა მოსწავლემ ნიშანზე - შეცდომები, რომლებიც უფროსებმა არ უნდა დაუშვან
31-05-2025
-
+


ცუდი ნიშანი ნებისმიერი ბავშვისთვის შესაძლოა გულსატკენი აღმოჩნდეს. ზოგიერთ მათგანს კი იმდენად ეშინია დაბალი ქულის და ისე განიცდის, რომ შფოთვით აშლილობამდეც შეიძლება მივიდეს. ასეთ დროს მშობლის როლი მნიშვნელოვანია. როდესაც მშობლები ხედავენ თუ როგორ ნერვიულობენ ბავშვები დაბალი ნიშნის გამო, საჭიროა სწორი რეაგირება მათი მხრიდან.

გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვს ნიშნის გამო სტრესი თავიდან ააცილოთ.

„მხოლოდ შედეგი არაა მნიშვნელოვანი“

უთხარით მას, რომ მხოლოდ შედეგი არ განსაზღვრავს მის ცოდნას და შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა შრომას შედეგი მოაქვს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პროცესი. ადამიანი საბოლოო შედეგამდე ბევრს შრომობს, სწავლობს და დიდ გამოცდილებას იღებს. ასეა სწავლის დროსაც. უთხარით მას, რომ შეფასება არ განსაზღვრავს მის მაქსიმალურ შესაძლებლობას. დაბალმა ქულამ მიზნისკენ მიმავალი გზიდან არ უნდა გადაახვევინოს, პირიქით მეტად მიზანდასახული უნდა გახდეს.

არ შეადაროთ სხვებს

როცა ბავშვის ნიშანს გაიგებთ, არ შეადაროთ სხვებს. არ გამოკითხოთ რა მიიღეს სხვებმა და რამდენი უმაღლესი ქულა დაიწერა. არ უთხრათ სიტყვები: „თუ სხვებმა შეძლეს, შენ რატომ ვერ შეძელი“ და ა.შ. მსგავსი კომენტარებით მას გულს ატკენთ და შესაძლოა კლასელის მიმართ შურიც გაუღვივოთ, რაც კარგი ნამდვილად არაა. ასე მას ასევე, დამარცხებულის კომპლექსს განუვითარებთ. 

ერთად გამოძებნეთ პრობლემის გადაჭრის გზები

ერთად დაფიქრდით, როგორ შეიძლება მისი ცოდნის და ქულების გაუმჯობესება. შესაძლოა, დამოუკიდებლად თავს ვერ ართმევს დავალებებს და თქვენი დახმარებაა საჭირო. ამასთან ერთად,  შესაძლოა, მასწავლებლის ახსნილს ვერ გებულობს და სხვანაირი მიდგომა სჭირდება. როდესაც მიზეზს იპოვით გამოსავალსაც მარტივად ნახავთ. 

არ შეაფასოთ უარყოფითად

როცა ბავშვი ცუდ შეფასებას მიიღებს, არ მოექცეთ ძალიან მკაცრად, რადგან ეს გამოიწვევს უარყოფით ემოციებს. უკეთესია მისი მხარდაჭერა და იმაზე მუშაობა, თუ როგორ გააუმჯობესოს შედეგი.  

აუხსენით, რომ ყოველთვის ყველაფერში პირველი ვერ იქნება

აუხსენით თქვენს შვილს, რომ თითოეული ადამიანი განსხვავებულია. ვიღაც ბუნებრივად არის დაჯილდოებული მათემატიკური შესაძლებლობებით, ვიღაცას ჰუმანიტარული შესაძლებლობებით და ვიღაც კარგად ხატავს. ამიტომ, ნორმალურია იყო ერთ საგანში ძლიერი, მეორეში კი სუსტი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

​შემოდგომის თემატიკაზე დაფუძნებული ტურის ფარგლებში, პატარებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება