სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პროექტებით სწავლების დანერგვა და გაძლიერება სკოლაში“- ავრანლოს საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის საინტერესო სამუშაო შეხვედრა გაიმართა 
16-12-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ გოგოლაძემ ავრანლოს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. მისი თემა გახლდათ - „პროექტებით სწავლების დანერგვა და გაძლიერება სკოლაში“ . 

შეხვედრის ორგანიზატორმა დამსწრე მასწავლებლებს სასწავლო პროექტების დაგეგმვის, ესგ-სთან, საგნის სტანდარტთან მისი დაკავშირებისა და განხორციელების ეტაპები დეტალურად გააცნო.

აგრეთვე, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, თუ რას უნდა მოიცავდეს სასწავლო პროექტის გეგმა, რა დრო შეიძლება დაეთმოს სასწავლო პროექტს, რა რესურსი შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა მისი წარმატებით განხორციელებისთვის და ა.შ.

შეხვედრის ორგანიზატორმა მასწავლებლებს პროექტის შეფასების რუბრიკა და მისი თითოეული პუნქტი პირდაპირი მეთოდით გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, ორგანიზატორმა მასწავლებლებს ყველა რესურსი, რომელიც მათ სასწავლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში დაეხმარებათ თავიანთ მეილებზე გადაუგზავნა.

შეხვედრას შემდეგი პედაგოგები ესწრებოდნენ:

  • დაწყებითი კლასების მასწავლებლები: თამილა აბაშიძე, მაია ვასაძე, სალომე საგინაძე, ირმა ივანაძე;
  • ქართული ენის მასწავლებელი: ნონა იაკობაძე;
  • გეოგრაფიის მასწავლებელი: ანტონინა ჯაყელიძე.

„წარმატება მინდა ვუსურვო ქალბატონ თამარ გოგოლაძეს და დამსწრე პედაგოგებს. იმედი მაქვს გაგრძელდება სამომავლოდ მსგავსი ფორმატის შეხვედრები და სრულად ჩაერთვება პედაგოგიური კოლექტივი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

„მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება