| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით.
მათ შორის აღსანიშნავია, შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა შოთა რუსთაველის - „ვეფხისტყაოსანს“.
მსოფლიო შედევრი და ქართველი ერის ხელიხელსაგოგმანებელი მარგალიტი მოსწავლეებმა სულ სხვა თვალით დაინახეს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მაია ლორიამ და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა - თამუნა ქორიძემ უკვდავი პოემის პერსონაჟებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეასხეს ხორცი და სწავლებისას მოსწავლეებს ინოვაციური მიდგომა შესთავაზეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პოემის დიდებულება არის მიზეზი, რომ ფილმი ჯერ არ არის გადაღებული. წარმოუდგენელია ის ჯადოსნური სამყარო ასახო ფილმში, რომელიც „ვეფხისტყაოსანშია“ წარმოდგენილი. საბედნიეროდ, კომპიუტერული ტექნოლოგიით დაიძლია ეს პრობლემა და ხელოვნურმა ინტელექტმა გააცოცხლა „ვეფხისტყაოსანი“.
ინოვაციური ღონისძიების შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ლორია გვიყვება:
„საოცრებაა „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები და ის ზღაპრული სამყარო, რომლებიც ციფრულმა ტექნოლოგიებმა წარმოგვისახა. ისტ-ის მასწავლებელ თამუნა ქორიძესთან ერთად ერთად მოვიძიე, შევარჩიე და ბავშვებამდე მივიტანე ტექნოლოგიიით შექმნილი „ვეფხისტყაოსანი“ და ანიმაციური ფილმი პოემაზე.
მე და ჩემი საყვარელი ნათელა მასწავლებელი მოსწავლეებს კომენტარებით ვეხმარებოდით, რათა ყველაფერი კარგად შეეცნოთ. ვფიქრობ, ეს ღონისძიება შემეცნებითი ხასიათისა იყო და ბევრი სიახლე შესძინა მოსწავლეებს“,- გვეუბნება მასწავლებელი და ღონისძიების მნიშვნელობას უსხვამს ხაზს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ