| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფი მორიგ საჩვენებელ გაკვეთილს დააკვირდა.
ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-3 კლასში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი ინგლისურ ენაში, რომელსაც მასწავლებელი მაია კანკავა ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა და გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.
მოსწავლეებმა განამტკიცეს და პრაქტიკაში გამოიყენეს საკლასო ოთახში არსებულ ნივთებთან დაკავშირებული ლექსიკა. მოისმინეს და წაიკითხეს დიალოგები, იმღერეს ინგლისური სიმღერა, წერილობით აღწერეს მათი საკლასო ოთახი.
მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებდნენ გაკვეთილზე განხორციელებულ აქტივობებს.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნანა ჯგერენაია და ხარისხის მართვის ჯგუფის წევრი ელენე ბაღათურია.
აღსანიშნავია, რომ ხარისხის მართვის ჯგუფი სემესტრის ბოლოს საგაკვეთილო პროცესს აკვირდება და მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს აძლევს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ