სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ექიმი მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრა
09-12-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია-წახალისებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, სკოლის  მოსწავლეებთან ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა სკოლის ექიმი ცირა მემარნიშვილი.

შეხვედრის მთავარი თემა იყო​ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და მისი გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე. ექიმმა მოსწავლეებს საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

ცირა მემანიშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკოლოგიურ და კვებით პროდუქტებზე. მან ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი, ქიმიური დანამატებისგან თავისუფალი პროდუქტების მოხმარება. აღნიშნა, რომ ეკოლოგიური პროდუქტები ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს იმუნურ სისტემასა და ამცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს.

ექიმმა ურჩია, ყოველდღიური კვების რაციონი იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს და სხვა სასარგებლო საკვებს. მოსწავლეებს მოუწოდა, მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე, ითამაშონ სპორტული თამაშები და ივარჯიშონ.

მოსწავლეებს აუხსნა, როგორ ზემოქმედებს გარემოს დაბინძურება ჯანმრთელობაზე და როგორ შეუძლია თითოეულ ადამიანს მცირე ნაბიჯებით დადებითი გავლენა მოახდინოს ეკოლოგიაზე.

შეხვედრა ინტერაქტიული იყო. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. დასვეს შეკითხვები და ექიმისგან დეტალური პასუხი მიიღეს. ამგვარი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება