სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა ეპიდემიოლოგს უმასპინძლეს
09-12-2024
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლას ეპიდემიოლოგი მადონა რაბაროვსკი სტუმრობდა.

შეხვედრა სკოლის მე-7 ბ კლასში ( დამრიგებელი ირმა ფერაძე) შედგა და მისი ორგანიზატორი ბიოლოგიის მასწავლებელი ინგა კიკნაველიძე იყო.  

„მოსწავლეებმა იციან ვირუსებისგან გამოწვეული დაავადებები, მისი სიმპტომები და გავრცელების გზები, ამიტომ ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცენტრის ეპიდემიოლოგ მადონა რაბაროვსკის სტუმრობა მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მან ბავშვებს გააცნო სეზონური გრიპის გავრცელების არეალი მსოფლიო მასშტაბით, აუხსნა
მოსწავლეებს სეზონურ და პანდემიურ გრიპებს შორის განსხვავება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბავშვებმა უამრავი საინტერესო
ინფორმაცია შეიტყვეს სეზონური გრიპის საფრთხეებსა და მისგან თავის დაცვის
საშუალებებზე.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება