სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N166 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მედიაწიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზუნავენ
28-11-2024
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-11ა კლასში მედიაწიგნიერების არსზე ისაუბრეს, რასაც რამდენიმე გაკვეთილი დაეთმო. როგორც მასწავლებელი ნანა რუხაიას გვიყვება, კლასში მიზანად დაისახეს, რომ პროექტზე - „სილამაზის კანონები“ ემუშავათ. აღსანიშნავია, რომ ეს სათაური მათი სახელმძღვანელოს პირველ თავს მოიცავს და მეტად აქტუალურადაც მიიჩნიეს.

მოსწავლეებმა დამატებითი ტექსტობრივი მასალა მოიძიეს, ლექსიკური ერთეულები შეისწავლეს და მოსწავლეებმა - ლიზი კობალავამ, გიორგი თევზაძემ, მანანა ხომასურიძემ საკუთარი ანიმაციები შექმნეს.

კლასი ორ ჯგუფად იყო დაყოფილი. თითოეულმა თავიანთ შედგენილ ტექსტებში თინეიჯერებისა და მოზრდილებისთვის ახლადმოძიებული ინფორმაცია დაიტანა.

„მათ უნდა დაეხარისხებინათ ინფორმაცია ასკობრივი ჯგუფების მიხედვით, მოეყვანათ არგუმენტები, რამაც კლაში დისკუსია გამოიწვია. აქ ჩაერთო მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, პრეზენტაციისა უნარი, თანამშრომლობითი უნარები. როგორც ვიცით, მედიაწიგნიერება ინფორმაციაზე კონტროლს გულისხმობს. მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების მიდგომები ფართოდ იქნას გამოყენებული სწავლების პროცესში და სასურველია, ის ჩვენს სასწავლო სილაბუსებშიც შევიტანოთ“,- წერს მასწავლებელი ნანა რუხაია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება