| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, ამჯერად კი ასპარეზზე დაწყებითი კლასების მოსწავლეები გამოვიდნენ.
პატარები მაყურებლის წინაშე წარდგნენ შემოქმედებითი, საზეიმო ღონისძიებებით: „ოქროსფერი შემოდგომა“ და „საქართველოს თანმდევი უკვდავი სული“.
ღონისძიების რეპერტუარი გაჯერებული იყო: ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებითა და სკეტჩებით. საუკეთესოდ შესრულებული ნომრებით, მოსწავლეებმა მაყურებლის ოვაციები და ტაში დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიების თემატიკა საინტერესოდ და სახალისოდ იყო შერჩეული. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ მე-3 კლასის მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი ნაზი შაინიძე გახლდათ.
მაყურებელი ძალიან გაახალისა მე-6 კლასის მოსწავლეების მიერ შესრულებულმა სცენარმა - „ლუარსაბი და დარეჯანი“, დიდი ილიას ნაწარმოებიდან „კაცია ადამიანი?!“.
საზეიმო ღონისძიება მოამზადეს და ხელმძღვანელობდნენ: დაწყებითი კლასების მასწავლებელი- ნაზი შაინიძე, სპეცმასწავლებელი- მერი შარაშიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ხათუნა ბერიძე.
ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა - ბადრი დავითაძემ, მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, ღონისძიების ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ღონისძიების მაღალ დონეზე მომზადებისა და აქტიური ჩართულობისათვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ