სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N4 საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბ „წიგნომანების“ მორიგი საინტერესო სამუშაო შეხვედრა გაიმართა
12-11-2024
-
+


ახალციხის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, ის სკოლის მკითხველთა კლუბ „წიგნომანების“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, პრობლემის განსაზღვრა და გადაჭრის გზების ძიება გახლდათ. 

განსახილველი თემა ზურაბ თორიას მოთხრობა - „კლასიკური გაკვეთილი“ იყო. მოსწავლეებმა მოკლედ აღწერეს მოთხრობაში წარმოდგენილი მთავარი პრობლემა და მასთან დაკავშირებული სირთულე, ისაუბრეს სიუჟეტის განვითარებასა და პერსონაჟების ხედვებზე, მოქმედებებზე. გარდა ამისა, მათ ტექსტთან დაკავშირებით, მოსაზრებები გამოთქვეს. 

მოსწავლეებმა განაზოგადეს საკითხი და ისაუბრეს იმაზე, თუ რა წარმოშობს ამა თუ იმ პრობლემას, რატომ იქმნება უხერხული სიტუაციები, როგორ რეაგირებენ ადამიანები ამაზე, როგორ განიმუხტება შექმნილი რთული სიტუაციები ან რა შემთხვევაში ექცევა ჩიხში, რა არის გამოსავალი.

შეხვედრა საინტერესო და ინტერაქციული იყო, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და თავიანთ შეხედულებები გამოთქვეს. 

მოსწავლეები, საბოლოოდ შეჯერდნენ ერთ საერთო საკითხზე, რომ რთული სიტუაციებიდან გამოსავალი არის ღია საუბარი, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, მოსმენა და ურთიერთპატივისცემა.

შეხვედრის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კოპაძე გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება