| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, ასეთი საინტერესო გაკვეთილი მე-2 კლასში ჩატარდა.
„მრავალფეროვანი აქტივობებით ვამდიდრებთ საგაკვეთილო პროცესს მეორე კლასში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა წერილის წერის სტრუქტურა საინტერესო აქტივობებით ისწავლეს და „სიტყვის კაცს“ მისწერეს.
„მეორე კლასში, კომპლექსური დავალების შემდეგ, რომელიც წერილის წერის სტრუქტურის შესწავლას ისახავდა მიზნად, მოსწავლეებმა თვითონ გამოთქვეს სურვილი მიეწერათ წერილი „სიტყვის კაცისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნულ დავალებას მოსწავლეებმა თავი წარმატებით გაართვეს და კლასში, წარადგინეს კარგად შესრულებული საშინაო დავალებები.
მოსწავლეებს დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლუიზა ბერიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა