| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლალი მურადაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის საქმეზე და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი მოტივაცია ღიმილიანი მოსწავლეები დანახვაა - სწორედ ასე, ამაღლებული განწყობით, მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს და ზრუნავს, რომ თითოეული მათგანი საამაყო მამულიშვილად აღზარდოს.
გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ლალი მურადაშვილთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ყოველ დილას ბავშვის ბედნიერი სახის დანახვას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- გაგება, მოსმენა, ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მოტივირებულები ერთად ვართ სიახლეებისკენ.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თავისუფალ, მოაზროვნე მომავალ ახალგაზრდებს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეების ღიმილიანი სახე, ბედნიერი, გაცისკროვნებული, სუფთა თვალები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის მოთხრობები.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სასწავლო წლის დაწყების პირველი დღე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა