სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი მოტივაციაა პოზიტიური დამოკიდებულება, რომელსაც მოსწავლეებისგან ვიღებ“ - გრიგოლ შალამბერიძე, კლდეეთის საჯარო სკოლის დირექტორი
06-11-2024
-
+


გრიგოლ შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით ზრუნავს განათლებული თაობების აღზრდაზე და სკოლაში ეფექტური, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე. მისი ყველაზე დიდი მოტივაცია კი, პოზიტიური დამოკიდებულებაა, რომელსაც მოსწავლეებისგან იღებს. 

გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ გრიგოლ შალამბერიძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ ყველა წევრს შორის თბილ დამოკიდებულებას, სხვათა აზრის, შეხედულებების და პოზიციის პატივისცემას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, გულწრფელობა, მიმღებლობა და ურთიერთპატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი არიან პირდაპირები, მიზანდასახულები და პასუხისმგებლიანები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თითოეული სტრუქტურული ერთეულის შეთანხმებულ ქმედებას, რომელიც მიმართულია სკოლის განვითარებისკენ.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- პოზიტიური დამოკიდებულება, რომელსაც მოსწავლეებისგან ვიღებ.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- „მხიარული სტარტები“,  საახალწლო ღონისძიებები, ექსკურსიები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება