| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, მეორე კლასში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა იაკობ გოგებაშვილის იუბილეს, მასწავლებლის ეროვნული დღეს და ქართული საბავშვო წიგნის დღეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საგანგებოდ მიიწვიეს პირველკლასელები და სასკოლო ბაღის აღსაზრედელები.
მეორეკლასელებმა, თანმიმდევრობით მოირგეს მასწავლებლის როლი, გაეცნენ გოგებაშვილის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას, მოწვეულ სტუმრებს წაუკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ნახატებით გააცოცხლეს მისი შემოქმედება, ნახეს მულტიფიკაციური ფილმი - „თაგვი და ლომი“, ისაუბრეს მადლიერებაზე და მეგობრობაზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიწურულს, მოსწავლეებმა დამსწრე მასწავლებლებს გადასცეს მისალოცი ბარათები, ხოლო თავად წიგნებით დაასაჩუქრეს. პირველკლასელებმა (დამრიგებელი: ნატალია სახოკია) მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცეს მასწავლებლებს, წაიკითხეს ლექსები და იმღერეს.
კლასის დამრიგებელი ნათია კოკაია გახლავთ, ქართული ენის მასწავლებელი და ამ ღონისძიების ორგანიზატორი კი, თეონა მიქავა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად