სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო აფციაური ძიუდოში საქართველოს ჩემპიონია
09-10-2024
-
+


თბილისის N190 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მიღწევებსა და წარმატებებს ყოველთვის მხარს უჭერენ. 

სკოლა ამჯერად მოსწავლის - ნინო აფციაურის სპორტულ წარმატებას გვიზიარებს დიდი სიხარულით.

4 ოქტომბერს, ქ.თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, გოგონებს შორის, სადაც N190 საჯარო სკოლის მოსწავლემ, 57 კგ. წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაამარცხა და გახდა ჩემპიონი. მოსწავლე ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

გამარჯვებული მოსწავლის კლასის დამრიგებელი - შორენა აბრამიშვილი, მწვრთნელი კი ნიკოლოზ ქოთუაშვილი გახლავთ.

სასკოლო საზოგადოება მას ამ დიდ გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავთ ნინოს ამ გამარჯვებას და მასთან ერთად, N190 საჯაროს სკოლის ძიუდოს სექციის ბავშვებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება