სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეგობრობა იწყება ღიმილით“ - თბილისის N136 სკოლის მე-2 კლასელებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, პინოქიოს როლი მოირგეს 
09-10-2024
-
+


თბილისის N136 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

7 ოქტომბერს მე-2დ კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაკა კაციტაძესთან ერთად საინტერესო პროექტზე იმუშავეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის სახელწოდება - „მეგობრობა იწყება ღიმილით“, გახლდათ. 

პედაგოგმა კლასის მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმა სასწავლო პროექტი კარლო კოლოდის უკვდავი ლიტერატურული ზღაპრის - „პინოქიოს თავგადასავალის“ მიხედვით.

ბავშვებმა წაიკითხეს ზღაპარი და გაუჩნდათ კითხვა: „რომ არ მოიტყუოს შეუძლია?!“ - ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად მეორეკლასელებმა პინოქიოს როლი თავად მოირგეს. შემდეგ კი, გადაწყვიტეს, მეგობრული რჩევებიც მიეცათ მისთვის: „არ მოიტყუო“,„იყავი კეთილი მეგობარი“, „შეეცადე, იყო კარგი“…

ბავშვებმა ქართულის პედაგოგთან ერთად დასკვნაც გააკეთეს – პინოქიოს გზად მრავალი ცდუნება ხვდება, თუმცა მალე სწავლობს კარგის და ცუდის გარჩევას. ჩვენც გზადაგზა მივუყვებით პინოქიოს გზას, ვცდილობთ, გვერდი ავუაროთ ყოველგვარ ცდუნებას, რომელსაც სიკეთე არ მოაქვს.

მოსწავლეებმა სიმართლის და სიკეთის გზა აირჩიეს და იგივე რჩევა მისცეს თანატოლებსაც:„არ მოიტყუო“, „იყავი კეთილი მეგობარი“, „შეეცადე იყო კარგი“...

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი და უნარებიც კარგად წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება