სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის პირველკლასელთა „მოგზაურობა“ წიგნიერების დიდი სამყაროში საზეიმოდ დაიწყო
09-10-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ნამდვილ ზეიმს ჰგავდა, ამ დღის განწყობა მოსწავლეებს ჯერ ისევ არ განელებიათ, რაც მათ აქტიურობაზე დადებითად აისახება. 

სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით ემოციური იყო პირველკლასელებისთვის, მათ პირველი ნაბიჯები გადადგეს წიგნიერების დიდ სამყაროში, მეგზურობას კი პროფესიონალი პედაგოგები უწევენ. 

მათ დიდი სიყვარულით შეეგებნენ სკოლაში, წინსვლა და წარმატება უსურვეს და ცოდნიერების გრძელი გზა დაულოცეს. 

„საყვარელო პირველკლასელებო!

გილოცავთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ნაბიჯს - სკოლის დაწყებას! დღეს თქვენ ხდებით ნამდვილი მოწაფეები. წინ გელით საინტერესო გაკვეთილები, ახალი აღმოჩენები, ნამდვილი მეგობრები და ბევრი საინტერესო თავგადასავალი. დაე, სკოლის  ყოველი დღე იყოს სავსე სიხარულით, ცოდნით და ნათელი მომენტებით!

თავისუფლად გადადგით ნაბიჯი ახალი ცოდნისკენ, ნუ შეგეშინდებათ სირთულეების და გჯეროდეთ თქვენი ძალების! წარმატებებს გისურვებთ ამ საოცარ სასკოლო მოგზაურობაში, რომელშიც თქვენი თანამგზავრები იქნებიან სათნო და ულამაზესი ქალბატონები - ნანა  და დარეჯან მასწავლებლები. ისინი დაგეხმარებიან ცოდნის მწვერვალის დაპყრობაში და მუდამ გაგინათებენ მისკენ მიმავალ გზას.

ძალიან გაგიმართლათ, რომ ასეთი პედაგოგების გარემოცვაში  ეზიარებით ცოდნასა და ადამიანობას.

ღვანკითის საჯარო სკოლა გეფერებათ და გისურვებთ წარმატებებს!“, - ამ სიტყვებით შეეგებნენ პატარებს სკოლაში 16 სექტემბერს. 

ვიდეო 1


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება