| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელების - დიდი დმანისისა და ბოსლების საჯარო სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
დმანისის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტის სეზონი გაიხსნა, „2024-2025 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“, გახსნასთან დაკავშირებით, „მხიარულ სტარტებში“ შეჯიბრი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
ოლიმპიადაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ დიდი დმანისის და ბოსლების ll-VI კლასის მოსწავლეებიც, თავიანთი სპორტული უნარები გამოამჟღავნეს და შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს.
ბოლოს, გაიმართა მოსწავლეთა გარბენი რის შემდეგაც, მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტის სეზონი გახსნილად გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში