სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა ღიმილის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
09-10-2024
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.  მოსწავლეთა ცოდნის გამდიდრებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით იმართება არაერთი ღონისძიება.

7 ოქტომბერს მეორე კლასის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი განსაკუთრებული, მხიარული და ბედნიერი დღე დღე შეემატა. სკოლაში ღიმილის საერთაშორისო დღე აღინიშნა. დღესასწაულს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.

„ყველას გაგვიგია, რომ სიცილი,  ღიმილი, მხიარულება სიცოცხლეს ახანგრძლივებს. გულთბილი გაღიმება, იქნება ეს მისალმების, თანაგრძნობისა თუ გამხნევების ნიშნად, უსიტყვოდ გამოხატავს ჩვენს გრძნობებს“,- გვეუბნებიან სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით, შემოდგომის ფერებით, ფოთლებით,  ღიმილით. პატარებმა დაამზადეს მზესუმზირები, მზე, ნახეს ფილმი ღიმილზე, თუ როგორ გამოხატავენ გაღიმების დროს ემოციებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები, ასევე  ცოცხალი  არსებები. 

„ბუშტებზე დახატული ღიმილით ჩვენი დადებითი ემოცია გადავეცით  ჩვენ  საყვარელ სასკოლო    საზოგადოებას“,- გვეუბნება ღონისძიების ხელმძღვანელი, პედაგოგი ლია ცერცვაძე. 

ღი­მი­ლის დღეს მსოფლიოში 7 ოქ­ტომ­ბერს აღ­ნიშ­ნა­ვენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება