| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასში ჩატარდა კლასის საათი, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა.
„მე აფხაზეთი არ მინახავს“, - ამ სახელწოდებით გაიმართა ღია გაკვეთილი კლასში, რომელსაც კლასის დამრიგებელი თამილა თუთბერიძე ხელმძღვანელობდა და სადაც მოსწავლეებმა ქართველო ერისთვის ტრაგიკული მოვლენა გაიხსენეს.
აღსანიშნავია, რომ კლასის საათი გახსნეს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“, წყალტუბოს ახალგაზრდული კლუბის აქტიურმა წევრებმა: ლუკა ტყაბლაძემ და მათე იობიძემ, რომლებმაც პრეზენტაციაში ისაუბრეს აფხაზეთის ომის გამომწვევ მიზეზებზე, მიმდინარეობასა და შედეგებზე.
ბავშვებმა ნახეს ვიდეორგოლი, რომელიც მოამზადეს მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიურმა წევრებმა.
მეექვსეკლასელები სულგანაბულნი უსმენდნენ კლუბის წევრებს, თავადაც გამოთქვეს სურვილი წაეკითხათ მათ მიერ დაწერილი ესეები და ლექსები აფხაზეთზე.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა საინტერესო და ემოციური ნახატებიც შექმნეს.
დღის ბოლოს კი, მოსწავლეებმა გამოთქვეს იმედი რომ მალე დავიბრუნებთ დაკარგულ, ულამაზეს კუთხეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
„ინოვაციების სკოლა“ მოსწავლეებს არაერთ საინტერესო წრეს სთავაზობს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა