| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ და ბავშვებს ბუნების დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან.
რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 20 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღე.
ღონისძიება გლობალურია და მასში მთელი მსოფლიო ერთვება. არ არის ახალი, რომ დღეს მსოფლიოში მწვავედ დგას ნარჩენების პრობლემა.
სწორედ ამიტომ, ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველ წელს აქტიურად უერთდებიან ამ აქციას.
წელს, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო V-XII კლასის ყველა მოსწავლემ. მათ დაასუფთავეს საკლასო ოთახები, დერეფნები, სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
„გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობა და მასში კიდევ უფრო მეტი მოსწავლის ჩართვა საწინდარი იქნება მწვავე რეალობის შეცვლისა და უკეთესი ჯანსაღი გარემოს შექმნისა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება ახარებთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა