სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუმბრინის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება დღესასწაულად იქცა
20-09-2024
-
+


გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 16 სექტემბრის დილა, მამა დავითის ლოცვა-კურთხევით დაიწყო და ნათელი იმედებით, აღმაფრენითა და სიხარულით გაჯერებულ დღესასწაულად გადაიქცა.

სკოლას სტუმრობდა ქალაქის მერი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, რომლებმაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დიდი წვლილი შეიტანეს სკოლის გაძლიერებისა და აღორძინების საქმეში. მათ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

მოსწავლეებს პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ლამაზად მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს. ბავშვები სასწავლო პროცესის განახლებას დიდი სიხარულით შეხვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ გუმბრინის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და წახალისებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება