| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა მიღწევები შთამბეჭდავია. გარდა იმისა, რომ არაერთმა აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვა და ახლა უკვე სტუდენტობისთვის ემზადება.
სკოლის ერთ-ერთმა წარმატებულმა კურსდამთავრებულმა - ანი მუმლაძემ კი საერთაშორისო გამოცდა ჩააბარა და სრული დაფინანსებით ჩაირიცხა საფრანგეთის უნივერსიტეტში - Haute Bretagne, ფაკულტეტზე: მათემატიკა და ინფორმატიკა სოციალურ მეცნიერებები.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. მოსწავლის კლასის დამრიგებელი ნინო ჩხეტია გახლავთ, რომელიც მისი დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია.
„ვულოცავთ ანის ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ეს მხოლოდ დასაწყისია...“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას