სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ვერ ჩააბარე გამოცდა - შეარცხვინე ოჯახი - როგორ არის მოწყობილი განათლება ჩინეთში
10-08-2024
-
+


ჩინური უნივერსიტეტები სულ უფრო ხშირად ხვდებიან საუკეთესო სასწავლო დაწესებულებების რეიტინგებში. THE World University Rankings 2024-ის საუკეთესო ოცეულში ორი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება - ცინხუას და პეკინის უნივერსიტეტები საპატიო ადგილებს იკავებენ.

მაგრამ გზა დაწყებითი სკოლიდან უნივერსიტეტამდე ჩინელი ბავშვებისთვის ეკლიანია. 

ბავშვები ჩინეთში სწავლას ადრეული ასაკიდან იწყებენ, რაც გარკვეულწილად მოკლე დეკრეტული შვებულებითაც აიხსნება - დედისთვის თუ ის სახელმწიფო სამსახურში ან მსხვილ კორპორაციაში მუშაობს დეკრეტული შვებულება - 190 დღეს შეადგენს, მამისთვის 14-ს. ამასთან, დღეების ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პროვინციის წესებზე. 

ბავშვები ადრეული ასაკიდანვე მიდიან ბაგაში, შემდეგ ხვდებიან ბაღში. საბავშვო ბაღები არსებობს როგორც კერძო ასევე სახელმწიფო. სახელმწიფო ბაღები, როგორც წესი, ადგილობრივებისთვის უფასოა. კერძო ბაღებში კი გადასახადის სანაცვლოდ მშობლებს სთავაზობენ აღსაზრდელთა პატარა ჯგუფებს, რამდენიმე ძიძასა და აღმზდელს, რომელთა დიდი ნაწილი ფლობს ინგლისურ ენას. 

სასკოლო განათლების პირველი ორი საფეხური ჩინეთში სავალდებულო და უფასოა სახელმწიფო სკოლების მოსწავლეებისთვის. ამასთან, სკოლაში ჩარიცხვა შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თითოეულ სკოლას კი აქვს თავისი რეიტინგი.

თუ მოსწავლე ცხოვრობს რაიონში, სადაც მდებარეობს სკოლა დაბალი რეიტინგით, არის შესაძლებლობა, რომ ის ფინალური გამოცდებისთვის მომზადებას ვერ შეძლებს.

შესაბამისად ბევრი მშობელი თადარიგს იჭერს და ბავშვის დაბადებიდან მალევე ყიდულობს ბინას რაიონში, სადაც მაღალი რეიტინგის სკოლაა. შესაბამისად, ფასები ასეთ ბინებზე წლიდან-წლამდე იზრდება. 

დაწყებით სკოლაში სწავლა 6 წელი გრძელდება. 12 წლის მოსწავლე საშუალო საფეხურზე გადადის, სადაც სამი წელი სწავლობს. ამ საფეხურის შემდეგ საჭიროა გამოცდის ჩაბარება. ამის შემდეგ კი სავალდებულო განათლება ჩინეთში სრულდება. მშობლებს შვილების განათლებისთვის გადახდა უწევთ. 

უმაღლეს სკოლაში ჩაბარება კი ჩინეთში გამოცდის შედეგებითა და სასკოლო რეიტინგით არის შესაძლებელი. 

უმაღლესი სკოლის ადგილმდებარეობა აღარ არის საცხოვრებელ ადგილთან ასოცირებული. მაღალ კლასებში სწავლის საფასური დამოკიდებულია სკოლის სტატუსზეა: კერძოა ის თუ სახელმწიფო.

ისინი განსხვავდებიან არა მხოლოდ ფასით, არამედ განათლების სისტემით: სახელმწიფოში ჩინური სასწავლო პროგრამით ისწავლება, კერძოში კი - ამერიკულით ან ბრიტანულით

უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მოზარდები „გაოკაოს“ აბარებენ - გამოსაშვებ გამოცდას, რომელიც ასევე უნივერსიტეტში მისაღებ ტესტირებას წარმოადგენს. ჩინელი აბიტურიენტები გამოცდას ეძახიან „სამდღიან ჯოჯოხეთს“, რომელიც ძირითადად ტერსიტრების ფორმატით ტარდება და 2 ან სამი დღე გრძელდება. სავალდებულოა - ჩინურის, მათემატიკისა და უცხო ენის ჩაბარება. 

ასევე კურსდამთავრებული აბარებს ორ არასავალდებულო საგანს საკუთარი სურვილისამებრ - ეს შეიძლება იყოს ჰუმანიტარულიდან - ისტორია, გეოგრაფია, პოლიტოლოგია, ტექნიკურიდან კი - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ტექნოლოგიები. 

თუ აბიტურიენტმა ცუდად ჩააბარა გამოცდა შემდეგ წელს გადააბარებს ან იმ უნივერსიტეტში წავა სადაც დაბალი ქულებით მიიღებენ. 

ქულების მაქსიმალური რაოდენობა, რომლის აღებაც „გაოკაოზე“ არის შესაძლებელის არის - 750 ხუთივე საგანში და 150 ერთში. „გაოკაო “წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ კურსდამთავრებული საერთო ჯამში არანაკლებ 690 ქულას დააგროვებს. საგნის გამოცდა ჩაჭრილად ჩაითვლება, თუ აბტურიენტმა 93 ქულაზე ნაკლები აიღო. ნამუშევრებს კომპიუტერი ამოწმებს, მასვე გამოჰყავს, საბოლოო შედეგი, რომელიც ერთი წელი მოქმედებს.

თუ სკოლის დამთავრებისას ჩაიჭერი გამოცდის ჩაბარება ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი.

კონკურენცია უნივერსიტეტში ჩაბარებისას ძალიან მაღალია. კონკურსი პოპულარულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, მაგალითად, პეკინის ან ცინგუას უნივერსიტეტებში შეიძლება იყოს 600 აბიტურიენტი ადგილზე. ადგილისთვის ბრძოლა კი ნამდვილად ღირს: სტატისტიკით, სტუდენტების არანაკლებ 96%, რომლებიც პეკინის უნივერსიტეტის დიპლომს იღებენ, მაღალანაზღაურებად სამსახურებში საქმდებიან.

გაოკაო“ ჩინელი ბავშვისთვის დიდი სტრესია. გამოცდის შიში, შფოთვა, რომ ვერ დასაქმდები სასურველ სამსახურში - ადრეული ასაკიდანვე თრგუნავს ჩინელ მოსწავლეებს.

ამასთან სტრესი განპირობებული არა მხოლოდ საკუთარ მომავალზე შფოთვით, კურსდამთავრებულიკენ მიმართულია მთელი ოჯახის ყურადღება: იმაზე თუ სად ჩააბარებ, დამოკიდებულია არა მხოლოდ შენი მომავალი, არამედ მთელი შენი ოჯახის რეპუტაცია. 

ამიტომ ხშირად, ჩინელ მშობლებს, მხოლოდ იმიტომ რომ თავიდან აარიდონ „სამდღიანი ჯოჯოხეთი“, შვილები კერძო სკოლებში მიჰყავთ, მართალია ის ვერ ჩააბარებს ჩინურ უნივერსიტეტში, მაგრამ შეძლებს სწავლა გაგრძელოს საზრვარგარეთის ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში და აირიდებს კოლოსალურ სტრესს გამოცდების გამო. 

უნდა ითქვას რომ, მისაღები გამოცდის მნიშვნელობა ჩინეთში გაზვიადებული არ არის. თუ ახალგაზრდას სურს სახელმწიფო კომპანიაში მუშაობა, უმაღლესი განათლების გარეშე მას არ აქვს იქ დასაქმების შანსი. ასევე ძალიან დაბალია იმის შესაძლებლობა რომ კომერციულ კომპანიაში მმართველ პოზიციაზე დასაქმდება. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ვაკის პარკში ღია გავკეთილის დროს ხე წაიქცა - დაშავდა პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებს გადაეფარა

უფროსის სტატუსი 167 პედაგოგს და 47 სპეცმასწავლებელს მიენიჭა - ფინანსთა სამინისტროს ანგარიში

მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

რა ფუქნცია აქვს დისციპლინური კომიტეტს სკოლაში - უფლებამოსილების ვადა და სხვა დეტალები

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
სკოლაში კურსდამთავრებულის სასწავლო მიღწევებით ამაყობენ და მას წარმატებულ მომავალს უსურვებენ
 

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ცეკვები

საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება