სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის წარმომადგენლები მასშტაბურ საგანმანათლებლო ფორუმში მონაწილეობდნენ
09-07-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამართულ ლიდერი სკოლების ფორუმში მონაწილეობდნენ.

ფორუმს, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ ჩატარდა, ​ ბარდნალის საჯარო სკოლიდან მიწვეული სამი წარმომადგენელი ესწრებოდა: პრეზენტატორი მოსწავლე სალომე ჯიაძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ირმა ლიპარტელიანი და სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.

წარდგენილ პრეზენტაციას მსმენელთა მოწონება ხვდა წილად, რაც, უპირველესად, პედაგოგ ირმა ლიპარტელიანის დამსახურებაა, რომელმაც სასწავლო წლის განმავლობაშიც ბევრი აქტივობა განახორციელა მოსწავლეებთან ერთად და ახლაც სათანადო  კონსულტაცია გაუწია პრეზენტატორ მოსწავლეს.

„გამოითქვა კომპეტენტური მოსაზრებები, გავიზიარეთ ერთმანეთის გამოცდილება, რაც კარგ დახმარებას გაგვიწევს შემდგომ მუშაობაში“,- აღნიშნავს ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი და მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პროგრამასა და ფორუმის ორგანიზატორებს მეტად საინტერესო და სასიამოვნოდ დატვირთული დღისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება