სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიმბოლური გაკვეთილი და უამრავი ტკბილი მოგონება - სკოლის დამთავრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნიგოზეთის სკოლას კურსდამთავრებულები სტუმრობდნენ
09-07-2024
-
+


ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია. კურსდამთავრებულებს ახსოვთ პედაგოგთა ღვაწლი და აფასებენ მათ ამაგს. კურსდამთავრებულებს კი სკოლაში ყოველთვის დიდი სიყვარულით მასპინძლობენ, მათ აქტიურ გულშემატკივრებად რჩებიან და ახარებთ, რომ მათი აღზრდილი თაობა არ ივიწყებს მშობლიურ სკოლასა და საყვარელ მასწავლებლებს. 

22 ივნისს, ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლას ეწვივნენ კურსდამთავრებულები, რომლებიც აღნიშნავდნენ სკოლის დასრულების 40 წლის იუბილეს კლასის ხელმძღვანელთან - ამავე სკოლის ღვაწლმოსილ პადაგოგთან - ქალბატონ რუსუდან ჯაფარიძესთან ერთად.

შეხვედრას ესწრებოდნენ მათი პედაგოგები სკოლის დირექტორი მერი პაპიძე და სპორტის პედაგოგი- ოთარ ჯაოშვილი.

კურსდამთავრებულებს ჩაუტარდათ სიმბოლური გაკვეთილი, რომელსაც რუსუდან ჯაფარიძე წარუძღვა. კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს თავიანთ წარმატებებზე.

პედაგოგისგან ყველა „მოსწავლემ“ მიიღო სიმბოლური შეფასება „ათი“.

ასეთი ტკბილი მოგონებებითა და საყვარელი სკოლის მონახულებით უფრო მხიარული და ღირსშესანიშნავი გახდა მათი შეკრება.

ნიგოზეთის საჯარო სკოლამ არაერთი ღირსეული პიროვნება აღუზარდა სამშობლოს და დღემდე არ იშურებს ძალისხმევას სამშობლოს სადარაჯოზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება