სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ სწავლისა და ჯანსაღი ცხოვრების ფასი“ - ანჟელა ღვიტიძე, შუაგორას საჯარო სკოლის დირექტორ​ი
08-07-2024
-
+


ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის დირექტორ ანჟელა ღვიტიძისთვის სკოლის წარმატება ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საწინდარია, შესაბამისად სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურება საქართველოს საკეთილდღეო საქმეს და საკუთარი წვლილი შეაქვს ერუდირებული და ინტელექტუალური თაობების აღზრდის საქმეში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შუაგორას საჯარო სკოლის დირექტორი ანჟელა ღვიტიძე პასუხობს. 

 - სკოლის წარმატება ნიშნავს...

- წარმატებულ მოსწავლეს, კმაყოფილ მშობელს, განვითარებულ თემს, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდსა და მიზანდასახულ დირექციას; ჯამში კი - ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას...

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- რა საქმესაც ხელს მოკიდებ, აკეთე სიყვარულით, უანგაროდ  და ერთგულებით (მშობლები).

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- წარმატებისთვის მყარი ცოდნა და მტკიცე ნებისყოფაა საჭირო...

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- იცოდნენ სწავლისა და ჯანსაღი ცხოვრების ფასი; გააცნობიერონ რა შეუძლიათ; იბრძოლონ უკეთესი მომავლისათვის და არ გაყიდონ, უერთგულონ, მოუარონ საქართველოს...

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- შევუქმნა ჯანსაღი, პოზიტიური, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე აგებული გარემო... გიყვარდეს ნიშნავს გაუგო, დაეხმარო, უთანაგრძნო, ენდო...

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ასაკობრივ კატეგორიას გააჩნია... ზოგადად, ვურჩევდი იკითხონ სიყვარულზე, მეგობრობაზე, სიკეთეზე, რწმენასა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ვიცოდე, რა ვაკეთო და როგორ ვაკეთო...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება